Rail Sector Consulting Georgia Logo
Rail Sector Consulting Georgia

ჩვენი გუნდი

Bakar Getsadze

ბაქარ გეწაძე

დამფუძნებელი და დირექტორი

ბაქარ გეწაძე არის სარკინიგზო ინდუსტრიის გამოცდილი პროფესიონალი, რომელსაც სექტორში საქმიანობის 20 წლიანი გამოცდილება გააჩნია, იგი იკავებდა მაღალ მენეჯერულ თანამდებობებს საქართველოს რკინიგზაში. თავისი კარიერის განმავლობაში რკინიგზაზე წარმატებით ხელმძღვანელობდა სარკინიგზო ოპერაციების/ გადაზიდვითი პროცესების უსაფრთხოებას, პარალელურად იკავებდა საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორის მოადგილის თანამდებობას. იგი არის საქართველოს რკინიგზის უსაფრთხოების მართვის სისტემის (Safety Management System – SMS) ავტორი და შემსრულებელი. მისი პროფესიული საქმიანობა დაკავშირებულია სარკინიგზო უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტების დანერგვასთან, რისკების მართვასთან და ოპერაციული ეფექტიანობის გაუმჯობესებასთან. მიღებული აქვს უმაღლესი განათლება სარკინიგზო სფეროში, არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტრანსპორტის ინჟინერიის აკადემიური დოქტორი. მას გავლილი აქვს სპეციალიზებული სასწავლო და პროფესიული პროგრამები, როგორც ევროპის, ასევე აზიის ქვეყნებში, იგი ასევე არის პოლონეთში, „ვროცლავის ლოგისტიკისა და ტრანსპორტის საერთაშორისო უმაღლესი სკოლის“ კურსდამთავრებული და მინიჭებული აქვს მაგისტრის აკადემიური ხარისხი; საერთაშორისო გამოცდილებისა და აკადემიური ცოდნის შერწყმა მას საშუალებას აძლევს წარმატებით დანერგოს საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკა სარკინიგზო ინდუსტრიაში. მისი ექსპერტიზა მოიცავს სარკინიგზო ოპერაციების მართვას, უსაფრთხოების სისტემებს, რისკების შეფასებას, სტრატეგიულ დაგეგმვას, ორგანიზაციულ განვითარებასა და ლოგისტიკური პროცესების ოპტიმიზაციას.

Anzor Babunashvili

ანზორ ბაბუნაშვილი

კონსულტანტი

ანზორ ბაბუნაშვილი არის საქართველოს რკინიგზის სატვირთო გადაზიდვებისა და ოპერაციული მართვის სფეროში თითქმის 50 წლიანი პროფესიული გამოცდილების მქონე მენეჯერი და დარგის პრაქტიკოსი, რომელმაც კარიერის განმავლობაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა გადაზიდვითი პროცესების განვითარებაში, ოპერაციების ეფექტიან მართვასა და უსაფრთხოების სტანდარტების გაძლიერებაში. თითქმის სამი ათეული წელი ხელმძღვანელობდა სატვირთო გადაზიდვების მიმართულებას, სადაც მისი პასუხისმგებლობა მოიცავდა გადაზიდვითი პროცესების დაგეგმვასა და ორგანიზებას, ოპერაციების კოორდინაციას, რესურსების ეფექტიან მართვასა და სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებას. ამასთანავე, სხვადასხვა ეტაპზე ხელმძღვანელობდა უსაფრთხოების მიმართულებას, განსაკუთრებული აქცენტით ოპერაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე, რისკების პრევენციაზე, პროცესების კონტروლსა და უსაფრთხოების კულტურის გაძლიერებაზე. მისი პროფესიული საქმიანობა ყოველთვის ეფუძნებოდა საიმედოობის, დისციპლინისა და მდგრადი განვითარების პრინციპებს. მრავალწლიანი კარიერის განმავლობაში ეკავა სხვადასხვა საპასუხისმგებლო და მმართველობითი პოზიცია, რამაც ჩამოუყალიბა ფართო ხედვა ტრანსპорტის, ლოგისტიკის, ოპერაციული, უსაფრთხოების ინტეგრირებული და კრიზისების მართვის მიმართულებით,

Tinatin Katsitadze

თინათინ კაციტაძე

იურისტი

თინათინ კაციტაძეს აქვს მრავალწლიანი და წარმატებული გამოცდილება სარკინიგზო და სატრანსპორტო სექტორის სამართლებრივ, სტრატეგიულ და მარეგულირებელ საკითხებში. ასევე მას აქვს სექტორში მუშაობის გამოცდილება საერთაშორისო სამართლისა და ტრანსპორტის პოლიტიკის მიმართულებით. იგი იკავებდა საქართველოს რკინიგზის იურიდიული სამსახურის მთავარი კონსულტანტის პოზიციას და აქტიურად იყო ჩართული ევროკავშირის სარკინიგზო სამართლის (EU Rail Acquis) საქართველოში დანერგვის პროცესში, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან (IFIs) თანამშრომლობასა და მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების სამართლებრივ მხარდაჭერაში. მისი პროფესიული პორტფოლიო, ასევე მოიცავს მუშაობას Deloitte/USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამაში, სადაც ის ვაჭრობის, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის პოლიტიკის მრჩევლის პოზიიდან კურირებდა სექტორულ რეფორმებს და კოორდინაციას უწევდა ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტთა გუნდებს. თინათინი არის იურიდიულ მეცნიერებათა მაგისტრი და სერტიფიცირებული ადვოკატი. მას გავლილი აქვს არაერთი პროფესიული პროგრამა და სასწავლო ვიზიტები ევროპაში სარკინიგზო სექტორის მიმართულებით.