ჩვენს შესახებ
სარკინიგზო, საპორტო და ლოგისტიკური ოპერაციების მართვა.
უსაფრთხოების, ეფექტიანობისა და ოპერაციული სრულყოფილების ხელშეწყობა
Rail Sector Consulting Georgia წარმოადგენს დამოუკიდებელ საკონსულტაციო კომპანიას, რომელიც სპეციალიზებულია სარკინიგზო ოპერაციების, ლოგისტიკის, უსაფრთხოების მართვისა და საექსპერტო მომსახურების სფეროში.
ჩვენი გუნდი აერთიანებს მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილების მქონე სპეციალისტებს, რომლებიც უზრუნველყოფენ პროფესიონალურ, დამოუკიდებელ და შედეგზე ორიენტირებულ საკონსულტაციო მომსახურებას.
ჩვენ ვემსახურებით როგორც მსხვილ სარკინიგზო ოპერატორებს, პორტებსა და ინფრასტრუქტურის მფლობელებს, ასევე კერძო კომპანიებსა და მცირე ბიზნესს, რომლებიც დაკავშირებულნი არიან სარკინიგზო სექტორთან.
ჩვენი პარტნიორები & კლიენტები
მსხვილი სარკინიგზო ოპერატორები
სარკინიგზო ოპერაციების მართვა და ოპტიმიზაცია, SMS სისტემების დანერგვა.
პორტები და საზღვაო ტერმინალები
საპორტო და ინტერმოდალური ინტეგრაცია, გამტარუნარიანობის კომპლექსური შეფასება.
ინფრასტრუქტურის მფლობელები
ტექნიკური აუდიტი, ინფრასტრუქტურისა და მისი სისტემების აუდიტი.
კერძო სატრანსპორტო კომპანიები
მოძრავი შემადგენლობის აუდიტი, შესაბამისობის შეფასება და უსაფრთხოების მართვა.
მცირე და საშუალო ბიზნესი
არაგაბარიტული ტვირთების დამაგრების სქემები, სახიფათო ტვირთების კონსულტაცია.